ბიზნესი და პროდუქტიულობა
დელეგირება მიკრომენეჯმენტის გარეშე. დაკავშირებულ ადამიანს შეხვედრა ან საქმე შეახსენე და მისი დადასტურება აპში ნახე.
შეხვედრები და სამუშაო საქმეებიდღეს ჩვენი გონება უამრავი დეტალითაა გადატვირთული: ბიზნეს-შეხვედრები, გადასახადები, პირადი რუტინები და ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ზუსტად ამიტომ შევქმენით WE, შეხსენებებისთვის, რომლებიც შენს ყოველდღიურობას ერგება.
შენთვის და ახლობლებისთვის, ნაცნობი ხმით.
Android-საც დავამატებთ.
შენი დილის შეხსენება.
პასუხს აქ დაინახავ.
ხმოვანი შეხსენებები
დადასტურება და უკუკავშირი
შენთვის და ახლობლებისთვის
აპის ეკრანები
ეკრანებზე მაგალითებია ნაჩვენები

ჩაწერე შეხსენება საკუთარი ან საყვარელი ადამიანის ხმით. ენერგიული მოწოდება შეხვედრისთვის თუ თბილი შეხსენება წამლის მიღებაზე.

როცა შეხსენებას სხვას უგზავნი, მის დადასტურებას შენს აპში ნახავ. პასუხისთვის ერთი შეხებაც საკმარისია.

დაუბრუნდი წინა დღეებს და ნახე, რომელი შეხსენებები დადასტურდა. უკუკავშირი ერთ ადგილასაა თავმოყრილი.
ეკრანის გასადიდებლად შეეხე სურათს. დადასტურების მაგალითიც სცადე ↑
შეხსენებები შენი დღის
სხვადასხვა ნაწილისთვის.
დელეგირება მიკრომენეჯმენტის გარეშე. დაკავშირებულ ადამიანს შეხვედრა ან საქმე შეახსენე და მისი დადასტურება აპში ნახე.
შეხვედრები და სამუშაო საქმეებიმშობელს, შვილს თუ ოჯახის სხვა წევრს წამლის მიღების დრო დისტანციურადაც შეახსენე. WE-ში ნახავ, დაადასტურა თუ არა მან შეხსენება.
შენთვის ძვირფასი ადამიანებისთვისგადასახადის გადახდა, კარის დაკეტვა, პროდუქტების მარაგი თუ შენი ყოველდღიური საქმე. წინასწარ დაგეგმე, რა და როდის შეგახსენოს WE-მ.
ყოველდღიური დეტალებიროცა შეხსენებას სხვას უგზავნი, პასუხის სანახავად მარჩიელობა არ გჭირდება. მისი დადასტურება შენს აპში ჩანს. თუ WE-ს მხოლოდ შენთვის იყენებ, მოწვევა არ გჭირდება.
გაუზიარე ახლობელს მოწვევის კოდი ან QR-კოდი. კოდის გამოყენებით ის შენს ანგარიშს დაუკავშირდება.
აირჩიე დრო და გამეორება. სურვილისამებრ დაურთე ხმოვანი ჩანაწერი და ჩართე შეტყობინება დაუდასტურებელი შეხსენების შესახებ.
ახლობელი ერთი შეხებით ადასტურებს. თუ დაუდასტურებელ შეხსენებაზე შეტყობინება ჩართული გაქვს, პასუხის არქონისას WE შეგატყობინებს. ამის შემდეგ შეგიძლია სიტუაცია თავად გადაამოწმო.
გადაიტანე ფოკუსი იმაზე, რაც მართლა მნიშვნელოვანია. შეხვედრები, პირადი რუტინები და ჯანმრთელობაზე ზრუნვის შეხსენებები წინასწარ დაგეგმე, რომ დღის ყოველი დეტალი მხოლოდ მეხსიერებას არ მიანდო.
WE შენი პირადი ასისტენტია ყოველდღიურ საქმეებში: დაგეგმილი შეხსენებები, ნაცნობი ხმა და ახლობლის პასუხი ერთ ადგილას. სურვილისამებრ აპიდან თბილი ჩახუტებაც გაუგზავნე.
კი, შეხსენებები შენთვისაც შეგიძლია დააყენო. ახლობლის დამატება აუცილებელი არ არის.
ეს ნიშნავს, რომ ადამიანმა დადასტურების ღილაკს დააჭირა. აპი წამლის მიღებას, კარის ან ღუმლის მდგომარეობას ავტომატურად არ ამოწმებს.
თუ დაუდასტურებელ შეხსენებაზე შეტყობინება ჩართული გაქვს, WE შეგატყობინებს, რომ შეხსენება ჯერ არ დადასტურებულა. ამის შემდეგ შეგიძლია თავად დაუკავშირდე ახლობელს. პასუხის არქონა თავისთავად არ ნიშნავს, რომ რამე მოხდა.
ტელეფონზე უკვე დაყენებულ შეხსენებას ინტერნეტი არ სჭირდება. ჩართული უნდა იყოს შეტყობინებების საჭირო ნებართვები. ახლობლის პასუხის მისაღებად და ერთმანეთისთვის შეტყობინებების გასაგზავნად ინტერნეტი ორივეს გჭირდებათ.
WE უკვე ხელმისაწვდომია App Store-ში. Android-საც დავამატებთ.
დაიწყე ერთი შეხსენებით შენთვის ან ახლობლისთვის.
WE უკვე ხელმისაწვდომია iPhone-ზე.